დეპარტამენტი: სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტი
განყოფილება: ფინანსურის რისკების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილება
პოზიცია: სტაჟიორი
შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 4-6 თვე
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორის სწორი რეგულირების მექანიზმის შემუშავება, ცვალებადი გარემოს შესაბამისად მუდმივი განახლება და შემდგომი მონიტორინგი. აღნიშნული ამოცანის განხორციელებისთვის ფინანსურის რისკების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილება აფასებს და მონიტორინგს უწევს ფინანსური სექტორის მომგებიანობის, საბაზრო, ლიკვიდობის, საპროცენტო და კონტრაჰენტის რისკებს.
სტაჟირების შესახებ: განყოფილების სტაჟიორი 4-6 თვის განმავლობაში ჩაერთვება განყოფილების საქმიანობაში და შესაძლებლობა ექნება შეიძინოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით: ლიკვიდობის მართვის თეორია და პრაქტიკა, სავალუტო რისკის შეფასება, მომგებიანობის და საპროცენტო რისკის შეფასება.
სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება:
- გაეცნოს როგორც სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის, ასევე მთლიანად ეროვნული ბანკის საქმიანობის სპეციფიკას;
- კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
- გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და ისარგებლოს შესაბამისი რესურსებით (ელექტრონული საშუალებები და სხვა), რომლებიც აუცილებელია მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებისთვის;
- დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამის ამოცანებზე მუშაობის გზით.
სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს საბაზისო ცოდნას ფინანსური ანალიზის შესახებ;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს საოფისე პროგრამების კარგ ცოდნას;
- სასურველია Microsoft Power BI-ს ცოდნა;
- კარგი ანალიტიკური უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი და გუნდთან ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა.
- ინგლისური ენა - B2.
კომპეტენციები და უნარები:
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციისა და წერის უნარები.
სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
- განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
მეორე ეტაპი:
- წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;
წერითი დავალების თემატიკა: ფინანსური ანალიზი და საბანკო საქმე.
მესამე ეტაპი:
- გასაუბრება
შენიშვნა: კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის კონკურსის მესამე ეტაპს, კანდიდატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის მიზნით გადის დამატებით გასაუბრებას ეროვნული ბანკის შესაბამის წარმომადგენელთან და ავსებს წერილობით კითხვარს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის/სტაჟიორის და თანამშრომლად/სტაჟიორად მისაღები პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის" შესაბამისად.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:
- რეზიუმე (CV)
- რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი: „სტაჟირება- ფინანსურის რისკები და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილება“
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
- ერთი ელექტრონული ფოტო.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.